30 აპრილი 2024,   22:38
ვრცლად
„კურიერის“ მიერ მოპოვებული კადრები - გურიის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის დამკვირვებელმა დარღვევები დააფიქსირა

კურიერის მიერ მოპოვებული კადრები - გურიაში, ერთ-ერთ უბანზე დამკვირვებლის მიერ დამონტაჟებული კამერის ჩანაწერებიდან ჩანს, როგორ ტოვებენ ხმის მიცემის დროს რეგისტრატორები მაგიდებს და გადიან გარეთ. 

დამკვირვებელი ფიქრია მამარდაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო უბნის გარეთ გადიოდნენ რეგისტრატორები და არ გამორიცხავს, რომ რეგისტრატორებმა ბიულეტინებიც კი გადასცეს ქართული ოცნების კანდიდატს, აკაკი ყაჭეიშვილს.

დამკვირვებელი აცხადებს, რომ მოსყიდვის რამდენიმე ფაქტიც დააფიქსირა.

„კომისიის თავმჯდომარემ რომ გამოავლინა ოთხი მთვლელი, ამ ოთხი მთვლელის გარდა, კადრებში ჩანს, რომ იღებდა მონაწილეობას დამკვირვებელი, მიხეილ ბერძენიშვილი. ეს დამკვირვებელი იყო აკაკი ყაჭეიშვილის, ქართული ოცნების კანდიდატის შტაბის უფროსი გოგოლეს უბანში,“ - აცხადებს დამკვირვებელი ფიქრია მამარდაშვილი.

დამკვირვებელი, ვინც უბანზე კამერა დააყენა და ხმაურიანი პროცესები ჩაწერა, აღწერს, რომ მის უბანზე ხმას მოქალაქეებისაგან ქართული ოცნების კოორდინატორი 15 ლარად ყიდულობდა.

ის, ვინც ფული აიღო ბიულეტინში, ქართულ ოცნებას არ ხაზავდა და პლუსს უსვამდა. დღის ბოლოს კი, ოცნების წარმომადგენელი ითვლიდა, რამდენი პლიუსი ჰქონდა და ვისაც ფული მისცა, ყველამ დაუჭირა თუ არ მხარი მმართველ პარტიას.

„გაფრთხილებული ჰყავდათ მოსახლეობა და ამომრჩეველი, რომ შემოხაზვის მაგივრად დააპლუსოს, რადგან იმ პლუსში 15 ლარს იხდიდნენ. ასე მოისყიდეს ამომრჩეველი და ცარიელი ბიულეტინებიც იყო ბევრი და მრავლად. ქართული ოცნების წარმომადგენლები ეფარებოდნენ კამერას, რადგან მე არ დამეფიქსირებინა ცარიელ ბიულეტინებზე როგორ ხაზავდნენ ან აპლუსებდნენ ან აწერდნენ სახელს და გვარს,“ - განაცხადა ფიქრია მამარდაშვილმა.

დამკვირვებლის თქმით, კომისიის თავმჯდომარე საჩივრების დაწერის წინააღმდეგი იყო.

დღის ამბები