06 მაისი 2024,   17:10
ვრცლად
ევროპის ქვეყნებში შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა

ევროპის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ქვეყნებში ძლიერი შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა. სტიქია ერთდროულად პოლონეთს, ჩეხეთსა და გერმანიას დაატყდა თავს. სამივე ქვეყანაში შეფერხებულია სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა.

ჩეხეთსა და პოლონეთში ათასობით ოჯახი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, გერმანიის ქალაქ ჰამბურგში კი, შტორმის გამო ცენტრალური უბნები დაიტბორა.

ქვეყნის სანაპიროსთან სტიქიამ ხომალდიც გამორიყა, რომელიც ათას 800 ტონა საწვავითაა დატვირთული. შემთხვევის შედეგად ეკიპაჟის 22 წევრიდან არავინ დაშავებულა. 

დღის ამბები