05 მაისი 2024,   04:51
ვრცლად
დაკავებისას გარდაცვლილის დედის თქმით, პაატა პავლიაშვილი ფსიქოტროპულ წამლებზე დამოკიდებული არ იყო

ნუცუბიძის ფერდობზე საპატრულო პოლიციის მიერ დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის დედა კამერასთან პირველად საუბრობს. ლია ტუხაშვილის თქმით, მისი შვილი ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე დამოკიდებული არასდროს ყოფილა. მისი განცხადებით, პაატა პავლიაშვილს მეზობელ ნოდარ შანიძესთან, რომლის კონფლიქტის გამოც ადგილზე პოლიცია მივიდა, ურთიერთობა არ ჰქონია.

ნოდარ შანიძე ნუცუბიძის ქუჩაზე პაატა პავლიაშივლის გარდაცვლაების ერთადერთი მოწმე იყო, რომელიც პოლიციის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში ყვებოდა, რომ 33 წლის მამაკაცი ფსიქოტროპულ წამლებს სვამდა. შანიძე ქალაქის პროკურატურაში დაკითხვაზე უკვე მეორედ იმყოფებოდა.

შსს-ის პრესსამსახურის ინფორმაციით, ინტერვიუ უწყვეტ რეჟიმშია ჩაწერილი და ის უწყებაში სრულად ინახება.

არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, ნოდარ შანიძის ინტერვიუს გავრცელებით შინაგან საქმეთა სამინისტრო წინმსწრებად საზოგადოების აზრის ფორმირებას შეეცადა.

შეგახსენებთ, რომ პაატა პავლიაშვილი 25 ოქტომბერს საპატრულო პოლიციის მიერ დაკავებისას გარდაიცვალა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები