02 მაისი 2024,   17:19
ვრცლად
დასავლური მედია ბრექსითის პროცესში რუსეთის ჩარევის მტკიცებულებებზე მიუთითებს

დასავლური მედია ბრექსითის პროცესში რუსეთის ჩარევის მტკიცებულებებზე მიუთითებს. ირკვევა, რომ 2016 წლის ივნისში Twitter-ის მომხმარებლის ყალბი ანგარიშებიდან, რომელიც რუსეთის არმიასთან იყო დაკავშირებული, ათობით ჩანაწერი გაავრცელეს.

ამ ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ყველა მათგანი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის მხარდაჭერას შეეხებოდა.

ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, აღნიშნული გვერდები იმ 2 700-ს ანგარიშს შორის აღმოჩნდა, რომელიც კომპანია Twitter-მა კონგრესის საგამოძიებო კომიტეტს არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამოძიების ფარგლებში გადასცა. 

დღის ამბები