11 მაისი 2024,   06:46
ვრცლად
"ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატი ნასაკირალში კენჭისყრის ხელახლა ჩატარებას ითხოვს

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისია დღეს „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის წარმომადგენლის საჩივარს განიხილავს, რომელიც დაბა ნასაკირალში 59-ე უბანში კენჭისყრის ხელახლა ჩატარებას ითხოვს.

სწორედ ამ გადაწყვეტილების იმედი აქვს გამარჯვებისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატს.

პარალელურად, გვიან ღამით პოლიციის 20-მდე თანამშრომელი და კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერები იყვნენ მობილიზებული ოზურგეთის 60-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან.

შარაშენიძის შტაბის ინფორმაციით, ოზურგეთში დახურულ უბანზე გაურკვეველი პირები შევიდნენ და ბიულეტენების გაყალბებას არ გამორიცხავენ. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ოზურგეთში დამოუკიდებელი კანდიდატი იმარჯვებს.

„მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ოპონენტი გეგმავს გააყალბოს არჩევნები, ჩაგვიშალოს კონკრეტულად ნასაკირალის უბანი. ჩვენ დაველოდებით კომისიის სხდომას, სხდომის შედეგებს, ამის შემდეგ ვაპირებთ ვიმოქმედოთ მოცემულობის შესაბამისად,“ - აცხადებს ოზურგეთის მერობის კანდიდატ კონსტანტინე შარაშენიძის საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი სირაძე.

დღის ამბები