03 მაისი 2024,   13:43
ვრცლად
შეიარაღებული თავდასხმისა და ძარცვის ბრალდება - კიევში ქართველების 5 კაციანი ჯგუფი დააკავეს

შეიარაღებული თავდასხმისა და ძარცვის ბრალდებით კიევში ქართველების 5 კაციანი ჯგუფი დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა კიევის ცენტრში გუშინ მოხდა. დამნაშავეები თავს დაესხნენ წყვილს, რომლებიც ქალაქის ცენტრში მანქანას ყიდულობდნენ. ორივეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და იარაღის მუქარით ჩანთა გასტაცეს, სადაც 132 ათასი დოლარი იდო.

5-ვე ეჭვმიტანილი მომხდარიდან ერთ საათში დააპატიმრეს. გამოძიების ინფორმაციით, მათ უკვე აქვთ მტკიცებულებები, რომ 5-ვე მათგანი ფიგურირებს ბოლო დროს მომხდარ 10-მდე სხვა თავდასხმაშიც. დაკავებულთა ვინაობას კიევის პროკურატურა არ ასახელებს.

დღის ამბები