05 მაისი 2024,   00:42
ვრცლად
თბილისში 19 წლის ანდრო ქობალავას ეძებენ

თბილისში 19 წლის ანდრო ქობალავას ეძებენ.

ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა ვარკეთილის დასახლებიდან ე.წ. ზღვის ქალაქიდან 10 ნოემბერს გავიდა. მან საცხოვრებელი სახლი 22:00 საათზე დატოვა. იმ დღის შემდეგ ანდრო ქობალავას კვალს ოჯახმა ვერსად მიაგნო.

ერთ-ერთი ვერსიით, ქობალავამ ტაქსი გააჩერა და ოჯახისთვის გაურკვეველი მიმართულებით წავიდა.

ახალგაზრდა მამაკაცს პოლიციაც ამ დრომდე უშედეგოდ ეძებს.

ოჯახი დახმარებას ითხოვს.

დღის ამბები