02 მაისი 2024,   15:13
ვრცლად
ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დარჩება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება - იენს სტოლტენბერგი

ნატო აღმოსავლეთ ევროპაში დარჩება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება - განცხადება ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა კანადურ რადიო CBC-სთან ინტერვიუში გააკეთა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატოს სამხედრო ყოფნის გაზრდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ქმედებებით, კერძოდ კი ყირიმის უკანონო ანექსიითა და აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციით არის განპირობებული.

იენს სტოლტენბერგმა ისაუბრა ასევე, კიბერ უსაფრთხოების გაძლიერებასა და პროპაგანდასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე.

დღის ამბები