05 მაისი 2024,   02:52
ვრცლად
უკრაინიდან გამოძევებული „რუსთავი 2“-ის ოპერატორი სამართლებრივი დავის წამოწყებას გეგმავს

უკრაინიდან გამოძევებული „რუსთავი 2“-ის ოპერატორი, თამაზ შავშიშვილი სამართლებრივი დავის წამოწყებას გეგმავს. შავშიშვილის თქმით, მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

„ეს იყო ჩვეულებრივი გატაცება. შტურმით შემოვარდნენ, სადღაც 15 ადამიანი იქნებოდა შეიარაღებულები. სახეში ჩამარტყეს პისტოლეტის კონდახი, დამაგდეს ძირს, თვალები ამიხვიეს სკოჩით და სახლიდან გამიყვანეს,“ - განაცხადა  თამაზ შავშიშვილმა.

მან დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენა მომხდარი ფაქტი და აღნიშნა, რომ სახლიდან აეროპორტში წაიყვანეს, საიდანაც გემზე გადაიყვანეს.

თამაზ შავშიშვილის თქმით, მას არავინ აუხსნა, თუ სად მიჰყავდათ. 

თამაზ შავშიშვილი დანარჩენ შვიდ ქართველთან ერთად, უკრაინიდან ფოთის პორტში გუშინ ღამით ჩამოიყვანეს. 

დღის ამბები