04 მაისი 2024,   20:11
ვრცლად
„ეს არის კანონის უზენაესობის და სამართლიანობის გამარჯვება“ - აუსტრევიჩუსი მერაბიშვილის საქმეზე

„ეს არის კანონის უზენაესობის და სამართლიანობის გამარჯვება,“ - ეს განცხადება ევროპარლამენტის წევრმა პეტრას აუსტრევიჩუსმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ევროპარლამენტარები იცნობენ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას ვანო მერაბიშვილის საქმეზე.  

აუსტრევიჩუსი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას ელოდება.  

„საქართველოს მთავრობისგან ველი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების სრულ პატივისცემას. ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და უნდა შესრულდეს. ნაკლებად უნდა შეეცადონ მის ინტერპრეტირებას. ასე რომ ველით საქართველოსგან, რომელსაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, კანონის უზენაესობის სრულ პატივისცემას. ვფიქრობ, ასეც იქნება. გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების მიზეზი არ უნდა არსებობდეს. ვანო მერაბიშვილი დიდი ხანია ციხეში რჩება. ამიტომ, სამართლიანობა რაც შეძლება მალე უნდა დადგეს,“ - განაცხადა აუსტრევიჩუსმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლეთა კოლეგიამ ძალაში დატოვა 2016 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფომ მერაბიშვილთან მიმართ ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-18 მუხლი დაარღვია.

სტრასბურგის სასამართლო მე-18 მუხლის დარღვევას იშვიათად ადგენს. ანალოგიური გამოყენებული იყო იულია ტიმოშენკოს და იური ლუცენკოს საქმეებზე.

გარდა ამისა, ევროპალრამენტარები კარგად იცნობენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. პარლამენტარების ნაწილი ასევე ადასტურებს მზადყოფნას, ჩავიდეს კიევში და მიხეილ სააკაშვილს პირადად შეხვდეს.

დღის ამბები