26 აპრილი 2024,   12:35
ვრცლად
გარდაცვლილი მსაჯის ოჯახის მიერ დასახელებულ პირს "კურიერი" დაუკავშირდა

გარდაცვლილი მსაჯის ოჯახის ბრალდებებს საფეხბურთო სამყაროში არ ეთანხმებიან. „კურიერი“ ოჯახის მიერ დასახელებულ ერთ-ერთ პირს დაუკავშირდა. ლანჩხუთის ”გურიის” დირექტორის მოადგილემ, ნუგზარ ჩხაიძემ დაადასტურა, რომ ილო ტუღუშთან შეხვედრა მართლაც სურდა, თუმცა ის ამ შეხვედრას არ აკავშირებს მომხდართან და შეხვედრის მიზანს განმარტავს.

მსაჯის გარდაცვალებიდან მეორე დღეს მხოლოდ წერილობითი განცხადება გაავრცელა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულის გამო. გვსურს, მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ფაქტზე ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან და ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ ეს შემთხვევა უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული,“ - აღნიშნულია ფეხბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების მსაჯის ცხედარი მალთაყვის ტყეში იპოვეს. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული, თუმცა ოფიციალური ვერსიის ოჯახს არ სჯერა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები