15 დეკემბერი 2017,   18:03
ვრცლად
ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარება - „ისრაელის სახლმა" პრემიერს ღია წერილით მიმართა

მმართველი გუნდის წევრის, შოთა შალელაშვილის შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით „ისრაელის სახლის“ დამაარსებელმა და ხელმძღვანელმა, იციკ მოშემ მიმართა.

მისი თქმით, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს.

„ჩვენ გვინდა, ვიხილოთ საქართველო იმ რიგ ქვეყნებში, რომლებიც ისრაელს მხარდაჭერას გამოუცხადებს. როდესაც ლაპარაკია კავშირებზე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველო-ისრაელს შორის იყოს განსაკუთრებული კავშირების ხიდი, ეს არის სიმბოლური გადაწყვეტილება, რამაც შეიძლება დააკავშიროს ჩვენი ორი ქვეყანა და ამას აქვს დიდი მნიშვნელობა,“ - განაცხადა იციკ მოშემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები