03 მაისი 2024,   14:43
ვრცლად
"ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის არჩევნების შედეგები ცნობილი ხვალ გახდება

ხვალ გახდება ცნობილი გაიმართება თუ არა მეორე ტური "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარეობის კანდიდატურაზე. ხმის დამთვლელი კომისია მმართველი ორგანოების არჩევნების შედეგებს ხვალ დღის მეორე ნახევარში გამოაქვეყნებს.

კომისიის წევრები დაინტერესებულ პირებსაც მიმართავენ და მოუწოდებენ, დროულად წარმოადგინონ არჩევნების პროცესთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, რათა კომისიამ შეძლოს მასზე მსჯელობა და შეფასება. 

“შემაჯამებელ ოქმში, რომელსაც გამოვაქვეყნებთ, იქნება მოცემული თავმჯდომარის არჩევნების შედეგებიც, მათ შორის გადაწყვეტილება მეორე ტურთან დაკავშირებით," - განაცხადა ადვოკატმა და "საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" ხმის დამთვლელი კომისიის წევრმა, ივანე პეტრიაშვილმა.  

დღის ამბები