05 მაისი 2024,   02:50
ვრცლად
ოპოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა აკრიტიკოს მთავრობის დადგენილება - პატრიარქი

ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობების შესახებ ისაუბრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა აღსაყდრების 40 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ვახშამზე. ილია მეორის თქმით, ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს ყველაფრის კრიტიკას.

პატრიარქის აზრით, ოპოზიცია ხელისუფლებას უნდა დაეხმაროს, მთავრობამ კი, პატივი უნდა სცეს ოპოზიციას.

„ჩემი გაგებით ოპოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უნდა აკრიტიკოს მთავრობის დადგენილება. ოპოზიცია უნდა დაეხმაროს ხელისუფლებას, რაც გამორჩა კეთილი, სასარგებლო, ერისათვის, ქვეყნისათვის, იმის შეხსენებას უნდა ეცადოს ოპოზიცია. მთავრობას უნდა ჰქონდეს პატივისცემა ოპოზიციის. გთხოვთ, როგორც თქვენი მოძღვარი, ვაკეთოთ ყველამ სასარგებლოდ ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ეკლესიისათვის,“ - განაცხადა ილია მეორემ.

დღის ამბები