26 აპრილი 2024,   12:28
ვრცლად
მაშველებმა მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად კუნძულზე დარჩენილი მონადირე გადაარჩინეს

მაშველებმა ლოჭინის ხეობაში მდინარე მტკვრის ადიდების შედეგად კუნძულზე დარჩენილი მონადირე გადაარჩინეს.

მონადირე მდინარის მოულოდნელი ადიდების გამო წყალში წარმოქმნილ კუნძულზე აღმოჩნდა და ნაპირზე გამოსვლა ვერ მოახერხა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა წყალზე სამაშველო ტექნიკის გამოყენებით მონადირე ნაპირზე გამოიყვანეს.

დღის ამბები