26 აპრილი 2024,   12:10
ვრცლად
სახალხო დამცველი დღეს პანკისის ხეობაში ჩავა

ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს დღეს სახალხო დამცველი შეხვდება. ნინო ლომჯარია პანკისში, სოფელ დუისში მოადგილესთან და აპარატის სხვა თანამშრომლებთან ერთად ჩავა.

სახალხო დამცველს სურს, თავად მოისმინოს ოჯახის წევრებისგან ინფორმაცია ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ. ნინო ლომჯარია სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულების ოჯახშიც გეგმავს მისვლას.

სახალხო დამცველი უხუცესთა საბჭოსაც შეხვდება. 

დღის ამბები