19 თებერვალი 2018,   09:59
ვრცლად
პრეზიდენტი მარგველაშვილი არ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას

„მოდი, აქვე ვთქვათ, რომ მე დღეს ამ განცხადებას არ გავაკეთებ,“ – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ამ კითხვაზე პასუხს თავს არიდებს მისივე პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე.

„მოქმედი პრეზიდენტი არასდროს არ გამორიცხავს ხოლმე ასეთ რამეს,“ - განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში წასვლამდე ვერ გაემიჯნენ მის პოლიტიკას.

მან ასევე, აღნიშნა, რომ არც მმართველ გუნდს აქვს უფლება მის გამბედაობაზე ისაუბროს. მისი თქმით, ღირებულებების ცვლილების გამო, "ქართულ ოცნებას" მისი კრიტიკის უფლება არ აქვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები