05 მაისი 2024,   10:39
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ლატვიაში პრეზიდენტთან შეხვედრით დასრულდა

პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ლატვიაში, პრეზიდენტთან შეხვედრით დასრულდა. ირაკლი კობახიძის და რაიმონდ ვეიონის საუბრის მთავარი თემა საქართველო- ლატვიის 25 წლიან დიპლომატიური ურთიერთობა და ორი ქვეყნის თანამშრომლობა იყო.

მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს.

რაიმონდ ვეიონისმა საქართველოს დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, ლატვიის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. 

„ამ ვიზიტის ფარგლებში შევხვდით ლატვიის პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ეკონომიკის მინისტრს. გვქონდა ძალიან მეგობრული შეხვედრები ჩვენს კოლეგებთან,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები