19 თებერვალი 2018,   18:09
ვრცლად
რძე ღვინის ეტიკეტით და ახალი მენიუ საბავშვო ბაღებში - მშობლების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ბავშვები ბაღებში სათანადოდ არ იკვებებიან

საბავშვო ბაღებში საკვების რაოდენობა წინა წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული, შესაბამისად ნაკლებია კალორიულობაც. 2017 წელს მცირეწლოვნების მენიუ 1581 კილო კალორიით განისაზღვრებოდა, ახლა კი მისი რაოდენობა 1292-მდეა შემცირებული. საბავშვო ბაღების დირექტორები საკვების რაოდენობის შემცირებას ადასტურებენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ ახალი რაციონი თითოეული ბავშვისთვის საკმარისია.

ახალი რაციონი და საკვების კალორიულობა არა პარლამენტმა, არამედ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაადგინა, რაც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა. მენიუდან საერთოდ არის ამოღებული ცალკეული პროდუქტი. ბაღებში აკრძალეს მარილი, მინიმუმადე შეამცირეს შაქრის დოზა.

ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ აღსაზრდელების მენიუში აქცენტი გაცილებით ჯანსაღ პროდუქტზე გააკეთეს.

მშობლების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ბავშვები ბაღებში სათანადოდ აღარ იკვებებიან.

საბავშვო ბაღების აღსაზრდელების საკვებით მომარაგების უფლება მერიამ ისევ შპს „ნილს“ მისცა. კომპანიას ბაღების ტენდერში პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო ერთხელ უკვე დისკვალიფიკაცია მიეცა, სურსათის უვნებლობის სამსახურმა ის რამდენჯერმე უხარისხო პროდუქტის გამო დააჯარიმა. რამდენიმე დღის წინ კი, კომპანიამ საბავშვო ბაღები რძით მოამარაგა, თუმცა ის სააღმზრდელო დაწესებულებებში ღვინის ეტიკეტითა და შეფუთვით შეიტანა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები