22 მაისი 2024,   20:29
ვრცლად
სააკაშვილმა მორიგი მარში 4 თებერვალს დააანონსა

მიხეილ სააკაშვილი, შინაპატიმრობის მიუხედავად, საპროტესტო მოძრაობას არ წყვეტს. უკრაინული ოპოზიციის ლიდერმა მორიგი მარში 4 თებერვალს დააანონსა.

საპროტესტო აქციაში, რომლის მთავარი მოთხოვნაც პეტრო პოროშენკოს გადადგომა იქნება, სხვა ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას.

სამომავლო გეგმებზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ტელეკომპანია ნიუს-ვანის ეთერში ისაუბრა.

მან სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ნაწილობრივი შინაპატიმრობა მას პოლიტიკური მოღვაწეობის შეზღუდვის მიზნით მიუსაჯეს.

მიხეილ სააკაშვილს მიაჩნია, რომ სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ გადაწყვეტილება ხელისუფლების კარნახით მიიღო, თავად პეტრო პოროშენკომ კი ვლადიმერ პუტინის დავალება შეასრულა. 

დღის ამბები