26 აპრილი 2024,   12:33
ვრცლად
როჯერ ფედერერის ცრემლები და აღფრთოვანებული გულშემატკივრები

შვეიცარიელი ლეგენდა, როჯერ ფედერერი ავსტრალიის ღია პირველობის ჩემპიონია. ფედერერმა ფინალურ შეხვედრაში, ხორვატი მარინ ჩილიჩი 5 სეტში - 6:2, 6:7, 6:3, 3:6, 6:1 დაამარცხა.

მატჩი 3 საათსა და 7 წუთს გაგრძელდა რა დროშიც, ფედერერის ანგარიშზე, 24 ეისი დაფიქსირდა. შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობა ზედიზედ მეორედ, კარიერაში კი მეექვსედ მოიგო.

მას ამ გამარჯვებით, 20 დიდი სლემის ტიტული დაუგროვდა. ავსტრალიის ღია პირველობის საპრიზო ფონდმა 37 მილიონ ევროზე მეტი შეადგინა.

დაჯილდოვების ცერემონიალზე როჯერ ფედერერმა ემოციების შეკავება ვერ მოახერხა და ატირდა.

"მე-20 დიდი სლემი მოვიგე - ეს დაუჯერებელი რიცხვია. პირველი გამარჯვების დროს ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ასეთ რამეს მოვახერხებდი," - განაცხადა ფედერერმა მატჩის შემდეგ. მან ასევე თავის გულშემატკივრებს და სამწვრთნელო შტაბს მადლობა გადაუხადა.

ფედერერი ჩოგბურთის ისტორიაში პირველი მამაკაცია, რომელმაც დიდი სლემის ტურნირის 20-ჯერ მოგება შეძლო.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები