05 მაისი 2024,   04:38
ვრცლად
ხარვეზები დაზღვევის პროგრამაში - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლების აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარვეზებს აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, კერძო კლინიკები დაზღვევის პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაში თანხას ახდევინებენ.

მოგვიანებით მათ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა.

უწყებაში პროგრამის ხარვეზებს აღიარებენ და აცხადებენ, რომ კონკრეტული ფაქტების შესწავლას დაიწყებენ.

„არსებობს ეს ხარვეზი და შეგვპირდა, რომ აუცილებლად გამოსწორდება და რაც მთავარია მინდა რეგიონებში მივაწოდო ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანს  ინფორმაცია, რომ ისარგებლონ ამ დაზღვევით. არსებობს ისევ ეს პაკეტი და არავითარ შემთხვევაში არ მოატყუებინონ თავი არც ერთ კლინიკას,“-აცხადებს „დემოკრატიული განვითარების ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი თამარ იარაჯული.

დღის ამბები