05 მაისი 2024,   11:00
ვრცლად
„სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანების სისტემიდან დათხოვნა ამ კანონის მიხედვით ეფექტური მექანიზმის შექმნით უნდა დავიწყოთ" - გიორგი მარგველაშვილი

„სისტემურ დანაშაულში მონაწილე ადამიანების სისტემიდან დათხოვნა სწორედ ამ კანონის მიხედვით ეფექტური მექანიზმის შექმნით უნდა დავიწყოთ, რადგან ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ კანონით დადასტურებულ შემთხვევებში მონაწილეობდა, მათ მიმართ ეფექტური მექანიზმი უნდა ამუშავდეს,“- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

მან ე.წ. გირგვლიანის შესწორების ნაწილზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, ეს არის პოლიტიკური შეთავაზება.

„აქტიური განხილვის ფაზაშია საკითხი ე.წ. გირგვლიანის შესწორებების შესახებ. საკანონმდებლო ცვლილებები იმ ნაწილში, რომელიც აღმოფხვრის შესაძლებლობას სისტემური დანაშაულისა სამართლდამცავ და მართლმსაჯულების სისტემაში, ყოველთვის იყო ჩემი ინტერესის საგანი... დღეს, როდესაც ხდება ამ მნიშვნელოვანი ცვლილებების განხილვა, მიმაჩნია, რომ როგორც მინიმუმ, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმ გარანტიებზე, რომელიც დაგვიცავს მომავალში ასეთი ტრაგედიისგან ან ტრაგედიებისგან, რომლის მომსწრენიც გავხდით. მიგვაჩნია, რომ ეს არ არის წარსულზე ფიქრი. პრევენციის თვალსაზრით მიგვაჩნია, რომ ის ადამიანები, ვინც ახორციელებდა პოლიტიკური ნიშნით დევნას წინა ხელისუფლების დროს, მათ ხელში არ უნდა იყოს და ვერ განხორციელდება უფრო ეფექტური მართლმსაჯულება,“- აღნიშნა მარგველაშვილმა. 

დღის ამბები