04 მაისი 2024,   23:22
ვრცლად
ყვარელში, კინოთეატრის ყოფილ შენობაში ხანძარი გაჩნდა

ყვარელში, კინოთეატრის ყოფილ შენობას ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად შენობის დაზიანებული სახურავი და შიდა ნაწილი დაიწვა. კინოთეატრის ყოფილ შენობას ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. 

ადგილზე კახეთის რეგიონის შვიდი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

ქალაქის ცენტრში მდებარე კინოთეატრის ყოფილი შენობა ამორტიზებულია და წლების განმავლობაში უფუნქციოდ არის დარჩენილი.

 ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. წინასწარი ინფორმაციით, შენობაში ხანძრის გაჩენის მიზეზი დაუდევრობა გახდა.

 

ავტორი: ია გულიაშვილი. 

დღის ამბები