03 მაისი 2024,   15:07
ვრცლად
კრიმინალის ზრდა და თავდასხმის გახშირებული შემთხვევები საგაზაფხულო სესიის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო

კრიმინალის ზრდა და თავდასხმის გახშირებული შემთხვევები იყო პოლიტიკური განცხადებების ერთ-ერთი მთავარი თემა პარლამენტში. საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა სწორედ პოლიტიკური გამოსვლებით გაიხსნა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების წევრების განცხადებით, „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევის მიხედვით, საქართველოში სასამართლო სისტემა არის გამოსწორებულია.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საქართველო, სასამართლოს სისტემის ეფექტიანობის კუთხით მე-18 ადგილს, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში პირველ ადგილს იკავებს.

„ჩვენ შეგვიძლია ჩვენ სასამართლო სისტემას ვუწოდოთ აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე ეფექტიანი სასამართლო სისტემა. ევროკავშირის ქვეყნებს, გადაუსწრო საქართველომ სასამართლო სისტემის ეფექტიანობის კუთხით და მაგალითად მინდა გითხრათ, რომ ეს ქვეყნებია ესპანეთი, იტალია, საბერძნეთი, ხორვატია. ის, რომ ჩვენი ქვეყანა, სასამართლო სისტემის ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას ახორციელებს, ამაზე მეტყველებს ძალიან ბევრი ფაქტი,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის ამ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ უპასუხა, რომელმაც „ჰერითიჯ ფაუნდეიშენს“ 2018 წლის ინდექსი მოუყვანა, სადაც წერია რომ სასამართლოს ეფექტურობის კუთხით, საქართველოს გაუარესება აქვს.

„ვერ გავიზიარებ თქვენს ამ ოპტიმიზმს, განსაკუთრებით იმ გადაწყვეტილებების ფონზე, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის შესახებ. ვგულისხმობ  ვანო მერაბიშვილის საქმეს დიდ პალატაში და ასევე "რუსთავი 2"-ის საქმეს,“ - განაცხადა ოთარ აბესაძემ.

პარლამენტის სხდომაზე განცხადება გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, რომელმაც სასამართლო სისტემას პოლიტიკური მართვის ინსტრუმენტი უწოდა.

„ეს სასამართლო სისტემა, რომელიც ამ ქვეყანაშია დღეს შექმნილი, არის ის სისტემა, რომელმაც სამარცხვინოდ, 5 იანვარს წაუყენა ბრალი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მისი კონსტიტუციური უფლების გამოყენებისათვის. ეს არის ის სისტემა, რომელიც დღეს განიხილავს "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის საკითხს და მორიგ ჯერზე შესაძლოა გახდეს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტი, რომელიც ის არის დღეს თქვენი ხელისუფლების ხელში, ეს არის ის სასამართლო, რომელიც შეაჩერა სტრასბურგის გადაწყვეტილებამ, როდესაც თქვენ ცდილობდით წაგერთმიათ დამოუკიდებელი ტელევიზია მისი ამჟამინდელი მფლობელისათვის,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სხდომაზე განცხადება გააკეთა ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრმა ირმა ინაშვილმა.  

„თქვენი სასამართლო სახე მურუსიძეა დღეს, მურუსიძე დატოვეთ კრიტერიუმად და საზომად დღევანდელი ქართული სასამართლოსი,“ - აცხადებს ირმა ინაშვილი.

 

 

დღის ამბები