03 მაისი 2024,   14:19
ვრცლად
დოდო გუგეშაშვილის მეგობარი არ გამორიცხავს, რომ თავდასხმაში ერთზე მეტი პირი მონაწილეობდა

დოდო გუგეშაშვილი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში შესაძლოა, დღეს დაკითხონ. გადაწყვეტილებას გამომძიებლები ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მიღებენ.

გამოძიება დოდო გუგეშაშვილის დაჭრასა და მისი შვილის მკვლელობაში დამნაშავის კვალზე ჯერ არ გასულა და დაკავებულიც არავინაა, შინაგან საქმეთა სამინისტრო მკვლელობის მოტივთან დაკავშირებითაც დუმს.

„კურიერის“ ინფორმაციით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის ნოდარ გუგეშაშვილის მიმართ პირადი ანგარიშსწორებაც არის.

დოდო გუგეშაშვილის მეგობარი, მიხეილ ცინიკაშვილი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ერთზე მეტი თავდამსხმელი ყოფილიყო.

„ვიცით, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი დაჭრილია. ვფიქრობთ ალბათ, ერთზე მეტი იყო,“- განაცხადა მიხეილ ცინიკაშვილმა.

შვილის მკვლელობის ერთადერთი მოწმე - დოდო გუგეშაშვილი კი, ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაშია.

ამავე თემაზე
დღის ამბები