26 აპრილი 2024,   12:46
ვრცლად
ეს არის ბრძოლა არა მარტო ეკლესიის შიგნით, არამედ ეკლესიის გარეთ - მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება პატრიარქობისთვის ბრძოლაზე

ჭყონდიდის მიტროპოლტმა შაბათის კურიერთან ინტერვიუში სკანდალური განცხადება გააკეთა. მეუფე პეტრე ცაავას თქმით, პატრიარქობისთვის დიდი ბრძოლა არა მხოლოდ ეკლესიის შიგნით, არამედ ეკლესიის გარეთაც მიდის და ამ პროცესებში ის მხოლოდ ქართულ კვალს ვერ ხედავს.

„არათუ პატრიარქის კარზე რამდენად გეოპოლიტიკურად, თუნდაც მნიშვნელოვანი და სტრატეგიულია საქართველო მსოფლიო ძალებისთვის, იმდენად მნიშვნელოვანია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, მისი მმართველობა და მისი საპატრიარქო ტახტი. ეს არის ბრძოლა არა მარტო ეკლესიის შიგნით, არამედ ეკლესიის გარეთ, ასევე საერთაშორისო ძალების ჩართულობით და საბოლოოდ ვიტყოდი, რომ ეს არის ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები