26 აპრილი 2024,   12:37
ვრცლად
"ივანიშვილი გულშემატკივრობს ამ ტელევიზიას და მისი ხელდასმით ხდება ის, რომ მათ ყველაფრის უფლება აქვთ,"-ნინია კაკაბაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონპროექტზე საუბრობს

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მმართველ გუნდს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებისკენ მოუწოდებენ. ისინი კანონპროექტის ხარვეზებზე კიდევ ერთხელ საუბრობენ. არასამთავრობო ორგანიზაციები ყურადღებას საზოგადოებრივ მაუწყებელზე რეკლამასთან ერთად ამახვილებენ სტარტაპების წახალისების ინიციატივაზეც, რაც მათი შეფასებით, არანაკლებ პრობლემურია. 

საია-ს თავმჯდომარე, სულხან სალაძე კანონპროექტის არსებული ფორმით მიღების შემთხვევაში კორუფციული გარიგებების წარმოშობის საფრთხეებზე საუბრობს.

"თუკი ვეტოს დაძლევს პარლამენტი და მიიღებს იმ ფორმატში, რა ფორმატშიც სამი მოსმენის შემდეგ არის მიღებული პარლამენტის მიერ, ეს რეალურად საფრთხეს შექმნის კერძო მაუწყებლებს კერძო მაუწყებლებს კომერციული რეკლამის თვალსაზრისით, ეს რეალურად გააჩენს სამართლებრივ საფუძველს იმისა რომ კორუფციული გარიგებები დაიდოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან შესყიდვების ნაწილში,"-აცხადებს სულხან სალაძე. 

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე კი განმარტავს, რომ აღნიშნული კანონპროექტი პირდაპირ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს და მის სურვილებს საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმართებაში.

"ბიძინა ივანიშვილი გულშემატკივრობს ამ ტელევიზიას და მისი ხელდასმით ხდება ის, რომ მათ ყველაფრის უფლება აქვთ," - აცხადებს ნინია კაკაბაძე.

დღის ამბები