26 აპრილი 2024,   13:39
ვრცლად
დოდო გუგეშაშვილს შვილის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია შეატყობინეს

დოდო გუგეშაშვილს შვილის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია შეატყობინეს. ღუდუშაურის საავადმყოფოში მხედრიონის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის ახლობლებთან ერთად, სასულიერო პირებიც იმყოფებიან.

დოდო გუგეშაშვილს ცოტა ხანში ხელწერილის საფუძველზე, რეანომობილით შვილის ცხედართან მიიყვანენ.

თავდასხმა გუგეშაშვილის ოჯახზე 7 თებერვალს მოხდა. დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს მათივე სახლში ესროლეს. დოდო გუგეშაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა, მისი შვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები