28 აპრილი 2024,   22:22
ვრცლად
ე.წ. წითელი ცხვირების საქმეზე გამოძიება არ დაიწყება

ე.წ. წითელი ცხვირების საქმეზე გამოძიება არ დაიწყება, რადგან წარმოდგენილ დოკუმენტებში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება - შესაბამისი გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქმის დეტალების შესწავლის შემდეგ მიიღო.

აკა სინჯიკაშვილი კამპანიის ორგანიზატორს, თეონა ბაღდავაძეს საქველმოქმედო თანხის მითვისებაში ადანაშაულებდა. თავად ბაღდავაძემ მისი და კომპანია RedNose-ს სახელით კი რამდენიმე თვის წინ შესაძლო რეპუტაციის შელახვის შესახებ ორი სარჩელი შეიტანა თბილისის საქალაქო სასამართლოში აკა სინჯიკაშვილის წინააღმდეგ.

„რამდენიმე თვის წინ აცნობეს სინჯიკაშვილს რომ ამ საქმეზე წარმოება არ მოხდება, თუმცა რა თქმა მან ეს არ აცნობა საზოგადოებას. სად წაიღო მან ის თანხა, რომელიც მიიღო ჩემგან და ამას თვითონაც ადასტურებს, ეს არის დაახლოებით 35 ათასი ლარი და ამ თანხის დაბრუნებას ჩვენ ვაპირებთ სასამართლოს გზით. გარდა ამისა სასამართლოში შეტანილი გვაქვს სარჩელი, სადაც ვითხოვთ რეპუტაციული ზიანის ანაზღაურებას, რაც არის სიმბოლური თანხა 5 ლარი,“-განაცხადა "რედ ნოუს საქართველოს" დამფუძნებელმა თეონა ბაღდავაძე.

დღის ამბები