03 მაისი 2024,   02:23
ვრცლად
ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი, ე.წ. კუკუშკა, რელსებიდან გადავიდა

ბორჯომ–ბაკურიანის მატარებელი, ე.წ. კუკუშკა, მოძრაობისას რელსებიდან გადავიდა.

შემთხვევის შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. ბორჯომის სადგურში აცხადებენ, რომ მატარებელი განრიგის მიხედვით, მგზავრებით დატვირთული გავიდა, რამდენიმე წუთში კი მათ ელმავლის ჩავარდნის შესახებ შეტყობინება მიიღეს.

ინციდენტის გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა, ეს ბოლო თვეების განმვალობაში პირველი შემთხვევა არ არის. ცოტა ხნის წინ მატარებლის რელსებიდან გადასვლის გამო, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ჯერჯერობით უცნობია, როდის აღადგენს მუშაობას ე.წ. კუკუშკა, რომელიც ამ დროისთვის ბორჯომის დეპოშია გაჩერებული.

დღის ამბები