17 ნოემბერი 2018,   05:27
ვრცლად
თურქეთი აფრინის რეგიონში ჯარის შეყვანას გეგმავს

თურქეთი აფრინის რეგიონში ჯარის შეყვანას გეგმავს.

ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები აფრინს უახლოეს საათებში ალყაში მოაქცევენ.

ოპერაციის მიზანი ქურთული დაჯგუფებებისგან რეგიონის გათავისუფლებაა.

გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ ქურთებმა და სირიის სამთავრობო ძალებმა აფრინის ერთობლივ დაცვაზე შეთანხმებას მიაღწიეს.

ოფიციალური ანკარა სირიის არმიას სამხედრო დაპირისპირებით დაემუქრა, თუ ის აფრინში ქურთთა დასაცავად შევა.

დღის ამბები