26 აპრილი 2024,   08:16
ვრცლად
საგამოძიებო მოქმედებები რუსთავში - სავარაუდოდ საქმე არალეგალურ აზარტულ თამაშებს ეხება

საგამოძიებო მოქმედებები რუსთავში - მაჩაბლის ქუჩაზე ე.წ. "საყოფაცხოვრებო სახლის" შენობაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ. 

წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება არალეგალურ აზარტულ თამაშებს, რომელიც საბილიარდოში იმართებოდა.

მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია. ასევე უცნობია, მოხდა თუ არა ვინმეს დაკავება.

,,არ ვიცი ვიღაცეები იყვნენ, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები, რატომ იყვნენ მოსული არ ვიცი. დავინახე, რომ მანქანები იდგა,“-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

დღის ამბები