30 აპრილი 2024,   22:47
ვრცლად
ოკუპანტების მიერ გატაცებული ავღანეთისა და ერაყის მისიების მონაწილე, არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის ციხეში გარდაიცვალა

ცხინვალის ციხეში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა. ავღანეთისა და ერაყის მისიების მონაწილე ოკუპანტებმა გუშინ გაიტაცეს. ცოტა ხნის წინ კი ინფორმაცია გაავრცელეს, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის იზოლატორის კიბიდან დაგორდა და მიყენებული ტრამვებით გარდაიცვალა. 

ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საქმეზე განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სუს-ი ტატუნაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმის ობიექტურ გამოძიებასა და ადგილზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების შესვლას ითხოვს.

,,მოცემულ მომენტში,სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცხელი ხაზის მეშვეობით, დე-ფაქტო ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან,კატეგორიულად მოითხოვს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების და ყველა ზემო ხსენებული პირის დაკავების შესახებ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიღებას.

აღნიშნულზე აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მყისიერი და პრინციპული რეაგირება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით,ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია, სამხარაულის ექსპერტების ადგილზე შესვლა,რათა მოხდეს ცხედრის პირველადი დათვალიერება,“-ნათქვამია განცხადებაში.

უწყების განცხადებაში ასევე წერია, რომ ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა, საქართველოს მოქალაქეები: არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ 22 თებერვალს დააკავეს. საინფორმაციო წყაროებში გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სამძიმარს უცხადებს. 

დღის ამბები