26 აპრილი 2024,   12:11
ვრცლად
"იქნებ სხვაგვარად არის? მე უფრო მჯერა, რომ სხვაგვარად არის..."- მდინარაძე მუხთარლის გატაცების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგია

მყარი არგუმენტები ამ კომისიის შესაქმნელად არ ყოფილა,-ასე პასუხობს  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე, ოპოზიციის მოთხოვნას აფგან მუთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

მდინარაძის თქმით, ნათელია, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე არსებობს კითხვის ნიშნები, მაგრამ ამას პასუხი საგამოძიებო ორგანოებმა უნდა გასცეს. მდინარაძე ოპოზიციას ტენდენციურობაში ადანაშაულებს.

"მყარი არგუმენტები ამ კომისიის შესაქმნელად არ ყოფილა კითხვის ნიშნები რომ არსებობს და ამაზე პასუხი უნდა გასცეს სახელმწიფომ და საგამოძიებო ორგანოებმა ცხადია. გვინდა, ჩვენ და საზოგადოებამ რეალურად ვიცოდეთ პასუხები და არა იმ ვერსიის მიხედვით მაინცდამაინც, რომლისაც თქვენ მიგაჩნიათ... იქნებ სხვაგვარად არის? მე უფრო მჯერა, რომ სხვაგვარად არის,’’- ამბობს ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია დღეს, სესიაზე, აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდა.

დღის ამბები