05 მაისი 2024,   07:05
ვრცლად
პაატა ბურჭულაძის შვილი დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული

პაატა ბურჭულაძის შვილი დღეს გამოკითხვაზეა დაბარებული. ალექსანდრე ბურჭულაძესა და მის უფლებადამცველს შინაგან საქმეთა სამინისტროში 11:00 საათზე ელოდებიან.

საქმე ეხება ინტერნეტ მაღაზია „ირისის“ მფლობელების, ალექსანდრე და შუქრი ბურჭულაძეების მიერ საქართველოს მთავარ პროკურატურაში 5 თებერვალს შეტანილ განცხადებას, სავარაუდო კიბერდანაშაულთან დაკავშირებით.

ადვოკატის მტკიცებით, ალექსანდრე ბურჭულაძის ტელეფონში ვიღაც ცდილობდა შეღწევას.

დღის ამბები