06 მაისი 2024,   15:28
ვრცლად
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 65 წლის მამაკაცი ყელგამოჭრილი იპოვეს

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში 65 წლის მამაკაცი ყელგამოჭრილი იპოვეს. შემთხვევა სავარაუდოდ, წუხელ, გვიან ღამით მოხდა.

ნოდარ როსებიშვილის ცხედარს მეზობლებმა შემთხვევით მიაკვლიეს. მათი თქმით, როსებიშვილი წარსულში ნასამართლევია.

იგი ბოლო პერიოდში ხშირად სვამდა, თუმცა, მათთვის მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის საქმე 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

დღის ამბები