26 აპრილი 2024,   19:48
ვრცლად
„ჩვენგან გამორიცხულია პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა"- „ენერგო-პრო ჯორჯია" უგულავას პასუხობს

გიგი უგულავას ბრალდებას იმის შესახებ რომ ვანის მუნიციპალიტეტის „ენერგო-პროს“ უბნის მენეჯერი მამა-შვილ ბელთაძეებს უკანონოდ დაემუქრა, კომპანიაში ცოტა ხნის წინ უპასუხეს. "ენერგო-პრო ჯორჯიას" დირექტორმა „ევროპული საქართველოს“ ლიდერის ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ „ენერგო-პრო ჯორჯია“ პოლიტიკურ პროცესებში არ ერევა.

„ჩვენგან გამორიცხულია რაიმე პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა, მით უმუტეს იმ ფორმით, რაც, თითქოს, მოხდა ვანის მომსახურების ცენტრში ჩვენი წარმომადგენლის მიერ. ჩვენთან მუდმივად მიმდინარეობს მსგავსი გადამოწმებები, როგორიც იყო ერთ-ერთი ეს ობიექტი. მხოლოდ ვანში ბოლო ორ თვეში გადამოწმებულია 57 კომერციული აბონენტი, მათ შორის, ოთხ შემთხვევაში ხარვეზი დაფიქსირდა, 4-დან სამმა რეაგირება მოახდინა, ხოლო მეოთხე არის ეს ავტოსამრეცხაო, რომელის გამო, თითქოს, ასეთ სკანდალში ეხვევა კომპანია. კარგი იყო, დავლოდებოდით ჩვენს ინფორმაციას, კარგი იყო, გადამოწმებულიყო, თუმცა ნაცვლად ამისა, გუშინ საღამოს ჩვენმა წარმომადგენელმა მიიღო ზარი პოლიტიკური ლიდერისგან და დაიმსახურა მხოლოდ დედის გინება,“- განაცხადა „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა, მიხეილ ბოცვაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები