07 მაისი 2024,   10:27
ვრცლად
ვანის რაიონის „ენერგო პროს“ უბნის მენეჯერი ბელთაძეებს უკანონოდ დაემუქრა - გიგი უგულავა

„გუშინ ვანის რაიონის „ენერგო პროს“ უბნის მენეჯერი და ამავდროულად სოფელ დიხაშხოს „ქართულ ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ლორთქიფანიძე ვანის რაიონის მცხოვრებ მამა-შვილ თენგიზ და მირზა ბელთაძეებს უკანონოდ სამსახურებრივი მდგომაროების ბოროტად გამოყენებით დაემუქრა,“- ამის შესახებ გიგი უგულავამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა პოლიტიკურ ზეწოლასთან დაკავშირებით ისაუბრა.

"შალვა ლორთქიფანიძემ ბელთაძეებს მიმართა: "რით ვერ ისწავლეთ ჭკუა, სად უნდა დადგეთ, თუ არ იცით, განახებთ იმას, რომ მრიცხველის არშეცვლის გამო 3 ათას ლარიან ჯარიმას გამოგიწერთ". მირზა ბელთაძემ ოფიციალურად მოსთხოვა, რომ "ენერგო პროს" ეს მოთხოვნა წერილობით მოეწერა, ვინაიდან არც მას და არც სხვა ობიექტების მქონე ადამიანებს მსგავსი მოთხოვნა "ენერგო პროსთან" არ მისვლიათ. არც წერილობით და არც სიტყვიერად მათ შორის ამ ბატონის მეშვეობით,“- განაცხადა გიგი უგულავამ.

უგულავა „ენერგო პროსგან“ მომხდარ ფაქტზე დროულ რეაგირებას ითხოვს.

„ამ შემთხვევაში მე არ მაქვს „ქართულ ოცნებასთან,“ მას ჩვენ არჩევნებით დავამარცხებთ, მაგრამ ენერგოკომპანიამ ევროკავშირში რეგისტრირებულია, უმწვავესი რეაქცია უნდა მისცეს ამას,“- აღნიშნა უგულავამ.

 

 

 

დღის ამბები