26 აპრილი 2024,   13:21
ვრცლად
„რუხი კარდინალივით კურირებს ყველა მოვლენას“ - ბორჯომის საკრებულოს ენმ-ის წევრი პასუხისმგებლობას გედევან ფოფხაძეს აკისრებს

„ჩვენ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი დავამტკიცეთ,“ - ეს განცხადება ბორჯომის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა გააკეთა.

ბაკურ გელაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად ამისა, ბორჯომში არაფერი კეთდება და ის, რაც გაკეთდა გასულ წელს, უხარისხოა. მისი თქმით, მერიის მუშაობა სწორედ მის მიერ შესრულებულ სამუშაოებში ჩანს.

ბაკურ გელაშვილმა მაგალითისთვის ყვიბისში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია მოიყვანა.

აავსონ წყალი, ბაყაყიც კი ვეღარ ძლებს იმ წყალში, არ დაილევა,“ - განაცხადა გელაშვილმა.

ის ამბობს, რომ ბორჯომში მიმდინარე მოვლენების უკან დგას დეპუტატი გედევან ფოფხაძე და სწორედ მისი დამსახურებაა პოლიტიკური კრიზისი.

„ამ პროცესს ჰყავს ერთი შემოქმედი, ეს გახლავთ გედი ფოფხაძე, რომელიც რუხი კარდინალივით კურირებს აბსოლუტურად ყველა ამ მოვლენებს,“ - განაცხაა ბაკურ გელაშვილმა და აღნიშნა, რომ ფოფხაძე ვერ ეგუება იმას, რომ არჩევნებზე მისმა ძმამ წააგო და უმრავლესობაში ოპოზიცია მოვიდა.

ბაკურ გელაშვილი ამბობს, რომ ხელფასების საკითხი არის საბაბი და მერია ცდილობს,  ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციური ძალიან დესტრუქციულ მხარედ წარმოაჩინოს. 

დღის ამბები