11 მაისი 2024,   07:19
ვრცლად
უბედური შემთხვევა საბერძნეთის სანაპიროსთან - ეგეოსის ზღვაში მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა

უბედური შემთხვევა მოხდა საბერძნეთის სანაპიროსთან. ეგეოსის ზღვაში მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა. წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 16 ადამიანი, მათ შორის 5 მცირეწლოვანი ბავშვია. ინციდენტი თურქეთთან მოსაზღვრე რეგიონში, სამოს კუნძულთან ახლოს მოხდა. სანაპირო დაცვის სამსახურმა მხოლოდ ორის გადარჩენა შეძლო. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ნავით სულ მცირე 22 ადამიანი მგზავრობდა, 4 არალეგალის ბედი კი ამ დრომდე უცნობია. მათ მაშველები და მყვინთავები ამ დრომდე ეძებენ.

დღის ამბები