26 აპრილი 2024,   13:12
ვრცლად
„სითი პარკის“ 120 თანამშრომელი პარკირების ინსპექტორად მუშაობას "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში გააგრძელებს

„სითი პარკის“ 120 თანამშრომელი პარკირების ინსპექტორად მუშაობას უკვე "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" გააგრძელებს. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი.

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კომპანია „სითი პარკი“ არსებული პროცესის პოლიტიკური ჭრილში გადაზრდისა და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულა.

„დავადასტურო ის, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა „სითი პარკის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაერთგზის შესრულების გამო. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაციის ყოველგვარი მცდელობა საფუძველს არის მოკლებული და არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ მოსახლეობა შეიყვანოს შეცდომაში. 10 აპრილამდე ეს კომპანია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ხელშეკრულებით დაკისრებულ ვალდებულებებს, ხოლო 10 აპრილიდან ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს,“- განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მუშაობას 10 აპილის შემდეგ დაიწყებს.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია მზად არის, დაასაქმოს ყველა ის თანამშრომელი, რომელიც დღეს „სითი პარკში“ პარკირების მიმართულებით მუშაობს. ასევე ჩვენ გარკვეული რესურსის მობილიზება დაგვჭირდება, როგორიცაა ევაკუატორების შესყიდვა, მაქნანა-დანადგარების, მასალების შესყიდვა,“- განაცხადა ”თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” გენერალურმა დირექტორმა, მამუკა კობახიძემ.

თბილისის მთავრობის სხდომა დღეს წუთიერი დუმილით გაიხსნა. დედაქალაქის მთავრობის წევრებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს.

 

დღის ამბები