05 მაისი 2024,   10:07
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილს დღეს მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალავენ

არჩილ ტატუნაშვილს დღეს მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალავენ. დილიდან მისი სამოქალაქო პანაშვიდი სოფელ წეროვანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მიმდინარეობს. 

ტაძრიდან ცხედარს შუადღის ორი საათის შემდეგ გამოასვენებენ და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

სახლთან დგას ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული, ისინი არჩილ ტატუნაშვილის სახლთან მის დაკრძალვამდე დარჩებიან.

დღის ამბები