02 მაისი 2024,   19:33
ვრცლად
ინაუგურაცია პროტესტის ფონზე და სამართალდამცველების მობილიზება თელავში 
დღეს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში გაიმართა.
ინაუგურაცია გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა.
დღეს, გაერთიანებული ოპოზიციის წევრებს და მხარდამჭრებს თელავში, მშვიდობიანი აქციის გამართვის საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.
თელავში დღეს სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობა იყო მობილიზებული.
სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში, ბატონის ციხეში შედგა.
ოპოზიციას თელავში, ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების გაპროტესტება სურდა, თუმცა პოლიციამ მათ ქალაქში შესვლის უფლება არ მისცა.
დღეს, სამართალდამცველებსა და ოპოზიციის წევრებს შორის არა ერთხელ მოხდა დაპირისპირება.
თელავში, სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
დღესმ გურჯაანში ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა.
სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადების ცერემონია 15:00 საათზე დაიწყო.
   სხვა ფოტორეპორტაჟები
< სხვა ფოტორეპორტაჟები