11 მაისი 2024,   06:56
ვრცლად
საქართველოს ნაკრები მეტოქეები 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია

ჩინეთის ქალაქ გუანჯოუში მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად საქართველოს ნაკრების მეტოქეები J ჯგუფში სერბეთი, გერმანია და ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში მეორე ადგილზე გასული ნაკრები იქნება.

შესარჩევი ეტაპის მატჩები 2017 წლის 20 ნოემბრიდან დაიწყება და 2019 წლის 26 თებერვალს დასრულდება. შეხვედრები შინ და სტუმრად პრინციპით გაიმართება. შესარჩევ ეტაპზე ევროპიდან სულ 32 ნაკრები ითამაშებს.

მსოფლიოს ჩემპიონატი 31 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

დღის ამბები