26 აპრილი 2024,   08:18
ვრცლად
ზედიზედ მეექვსედ - იუვენტუსი იტალიის ჩემპიონია

იტალიის სერია A ზედიზედ მეექვსედ ტურინის იუვენტუსმა მოიგო. სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მასიმილიანო ალეგრის გუნდმა გადარჩენისათვის მებრძოლი კროტონე 3:0 დაამარცხა. გოლები მარიო მანჯუკიჩის, პაულო დიბალასა და ალექს სანდროს ანგარიშზეა.

ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა მილანმა, რომელმაც ანალოგიური ანგარიშით შინ ბოლონია დაამარცხა. უხვგოლიანი გამოდგა სასუოლო- კალიარის დაპირისპირება - მაყურებლებმა 8 გოლი იხილა, აქედან 6 სასუოლომ გაიტანა, შეხვედრის ანტიგმირი კალიარის თავდამსხმელი მარკო ბორიელო გახდა, რომელმაც ავტოგოლი მიითვალა და პირველ ტაიმში ასევე პენალტი ვერ გამოიყენა.

დღის ამბები