03 მაისი 2024,   02:24
ვრცლად
დღეს დინამო არენაზე მსოფლიო ვარსკვლავები ითამაშებენ

დღეს დინამო არენაზე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ითამაშებენ. საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხმა კი ბორჯობის ტყის აღდგენას მოხმარდება. საქართველოს დედაქალაქში უკვე ჩამოვიდა არგენტინელი ერნან კრესპო და 2004 წლის ევროპის ჩემპიონი მწვრთნელი ოტო რეჰაგელი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაში მონაწილე გუნდს უხელმძღვანელებს.

სტუმრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები დახვდნენ. საქველმოქმედო შეხვედრაში მონაწილე სხვა ფეხბურთელებს თბილისში რამდენიმე საათში ელოდებიან.

გთავაზობთ გუნდების შემადგენლობებს.

GFF XI

მეკარეები: კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი;

მცველები: ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, კახაბერ ცხადაძე;

ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი;

თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო, კევინ კურანი, მიხეილ ყაველაშვილი;

მსოფლიოს XI

მეკარეები: სებასტიან ფრეი, დიდა;

მცველები: პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი, მასიმო ოდო, ვინსენ კანდელა, დარიო შიმიჩი, პიეტრო ვიერხოვოდი. ენრიკო ანონი, მიჩელ სალგადო;

ნახევარმცველები: ხავიერ ძანეტo, იბრაჰიმ ბა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, ლუიჯი დი ბიაჯო, მარეკ იანკულოვსკი, ანჯელო დი ლივიო, ბენიტო კარბონე;

თავდამსხმელები: რივალდო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, მარკო დელვეკიო;

მატჩი დინამო არენაზე 21:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები