02 მაისი 2024,   07:33
ვრცლად
საერთაშორისო კოალიციამ სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა განახორციელა

დღეს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანა.

ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია ავრცელებს

„აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა იერიში მიიტანეს სირიის რეჟიმის ობიექტებზე, რომლებიც ქიმიური იარაღის წარმოებას უკავშირდება. დარტყმის პირველი სამიზნე ქიმიური იარაღის ლაბორატორია იყო,“ - განაცხადა აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა.

მისივე თქმით, ობიექტის შერჩევა ისე მიმდინარეობდა, რომ სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლი მინიმალური ყოფილიყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები