16 ნოემბერი 2024,   11:38
ვრცლად
ჭიჭინაძის ქუჩაზე დემონსტრანტების ნაწილი "რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს, მუშაობის საშუალებას არ აძლევს

ჭიჭინაძის ქუჩაზე დემონსტრანტების ნაწილი "რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს მუშაობის საშუალებას არ აძლევს. რუსთაველის გამზირიდან ჭიჭინაძის ქუჩაზე პერიოდულად ამოდიან პროტესტანტთა კოლონები და შეძახილებით დგებიან პარლამენტის ერთ-ერთ შესასვლელთან, რომელიც დღის 5 საათიდან დაკეტილია. სწორედ ჭიჭინაძის ქუჩიდან დატოვეს დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანო, რის შემდეგაც საპოლიციო ძალებმა პარლამენტის ტერიტორია დატოვეს და აქციის მონაწილეებს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მისცეს.

აქციაზე კომენტარები გააკეთეს როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა.

"პროტესტი უნდა გაგრძელდეს მშვიდობიანი მეთოდებით, იმიტომ, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს დათმობაზე, უნდა მიხვდეს, რომ არ ღირს არცერთი კანონი იმად, რომ ათობით, ასობით ადამიანი ხდება მსხვერპლი ამ უკანონობის. ხელისუფლება ცდილობს, მოახდინოს ქვეყნის იზოლაცია საერთაშორისო მასშტაბით. ეს დაუშვებელია. ხელისუფლება უნდა გამოფხიზლდეს ერთხელ და სამუდამოდ,"- აცხადებს "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დამფუძნებელი უჩა ნინუაშვილი.

"ქართველმა ხალხმა დააფიქსიროს თავის პოზიცია, მშვიდად, წყნარად გამოხატოს და ჩვენ ამას ყველაფერს ვხედავთ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში. საზოგადოებამ უნდა ირწმუნოს საკუთარი ძალა და დაიბრუნოს ხელისუფლება, რომელიც ისედაც ხალხს ეკუთვნის. დღეს ადამიანები, ვისაც აქვს ძალაუფლება, საზოგადოების ნების საწინააღმდეგოდ დგამენ ნაბიჯებს, ამიტომ კონსტიტუციურ ფარგლებში უნდა იმოქმედოს საზოგადოებამ, რათა შეაჩეროს ქვეყნის კურსის ცვალებადობა,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი დავით კირკიტაძე.

დღის ამბები