დაპირისპირება საპარლამენტო ძალებსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის სულ უფრო მწვავდება. გიორგი მარგველაშვილი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ აგორებული შავი პიარი მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გამწვავდება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ ახალი შავი PR-ის ტალღა სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად „ქართულმა ოცნებამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ ერთად ააგორეს. თუმცა საპარლამენტო უმცირესობაში ამტკიცებენ, რომ აბაშიშვილის ბრალდება აბსურდია.
„ქართულ ოცნებაში“ კი დარწმუნებულები არიან, რომ პრეზიდენტი შეწყალების კომისიის საქმეებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს.
პრეზიდენტის, „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ დაპირისპირების მიზეზებზე დღეს სხვა ოპოზიციური ძალებიც საუბრობდნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ 25 წოლის გოგოს სასტიკი მკველელობის პოლიტიკური დღის წესრიგისთვის გამოყენებას აპროტესტებს. „თავისუფალ დემოკრატებს“ კი მიაჩნიათ, რომ საპრეზიდენტო არჩვენების მოახლოებასთან ერთად წინასაარჩევნო ბრძოლა გაცილებით უფრო სასტიკი და დაუნდობელი გახდება.
სკანდალური იყო პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ბრალდება. ნინო ბურჯანაძემ საპარლამენტო უმცირესობა ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა.